გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა

კლასი-მე-3

საგანი-მუსიკა

მასწავლებელი -ირინე კოსტავა

მოსწავლის რაოდენობა-18

გაკვეთილის თემა- მხიარული ნოტი ,,სოლ“

გამოსაკითხი - ლარჭემი

 მიზანი-მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა, ტერმინების სწორად გააზრება, გამოყენება, ხელოვნების დარგებისა და პროფესიების ურთიერთდაკავშირების უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური ინსტრუმენტების ცნობა და განსხვავება. სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება. მოსმენილი და შესწავლილი მუსიკალური მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

სტანდარტი-

მუს.-III. 1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტის ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.

მუს.3. 2.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მართო და სხვებთან ერთად.

მუს.3. 3.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გამოსახატავად.

მუს.3. 6.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.

მუს.3.8.მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.

მუს.3. 13.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  •         მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
  •          მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
  •          მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი ნიშნების ამოცნობა.
  •         მოსწავლეს შეუძლია ჯგუფებში მუშაობა.
  •         მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
  •          მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.


შეფასება-   განმავითარებელი კომენტარების სახით.
განმსაზღვრელი  შეფასების სქემა.

წინარე ცოდნა-

·         მოსწავლეებმა იციან ჩასაბერი საკრავები და ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავები. შეუძლიათ მათი განსხვავება.
·         მოსწავლეებმა იციან ნოტა „მი“ და მისი მდებარეობა სანოტო ხაზზე.
·         მოსწავლეებმა იციან ვიოლინოს გასაღები.
·         მოსწავლეებმა იციან, რომ არის 5 სანოტო ხაზი და ეს არის ნოტების სახლი.
·         მოსწავლეებმა იციან, რომ ვიოლინოს გასაღები სანოტო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი გასაღებია და მას ,,სოლ,, გასაღები ეწოდება.
·         მოსწავლეებმა იციან სად იწერება ვიოლინოს გასაღები.
 
რესურსი- დისკი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული.

გაკვეთილის ხანგრძლივობა-45  წთ.

გაკვეთილის მსვლელობა

#
აქტივობა აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
აქტივობა 1
მისალმება, სიის ამოკითხვა, მიზნისა და შეფასების გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
მასწავლებლის პრეზენტაცია
3 წთ
2
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა 

აქტივობა 2 კითხვა-პასუხი.

აქტივობის მიზანი-წინარე ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა.
მასწავლებელი მოტივაციის ამაღლების მიზნით ახდენს მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების მობილიზებას მოცემული თემის ირგვლივ.
გონებრივი იერიში.


მთელ კლასთან
მასწავლებლის პრეზენტაცია
7 წთ
3
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 3.

აქტივობის მიზანი.
მოსწავლეებისათვის ქართული ხალხური ინსტრუმენტების გაცნობა.
მინი ლექცია
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
5 წთ
4
აქტივობა 4

აქტივობის მიზანი-
პითაგორა ბიჭუნას მიერ მოსწავლეებისათვის 7 მხიარული ნოტის და სანოტო ხაზების გაცნობა.
ბავშვები  გაიმღერებენ  7 მხიარულ ნოტს.
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
5 წთ
5
აქტივობის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა 5
კითხვა-პასუხი
მასწავლებლის მიერ დასმულია კითხვა: რომელი გასაღებით იღება ნოტების სახლი? რამდენი სანოტო ხაზია, რამდენი ბგერაა? რა ეწოდება ვიოლინოს გასაღებს მეორენაირად ?რომელ ხაზზე იწერება ვიოლინოს გასარები?
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
               
3 წთ
6
აქტივობა 6
ახალი მასალის შესწავლა, მხიარული ნოტი ,,სოლ“-ს წერა, ადგენენ, რომ ნოტი ,,სოლ“ იწერება მეორე   ხაზზე. წერენ დაფაზე და რვეულში.

მთელ კლასთან
მოსწავლის წიგნი , რვეული და დაფა
10 წთ
7
აქტივობა 7
მუსიკალური განტვირთვა
ბავშვები უსმენენ „ართანულ ალილოს“  და თან სწავლობენ ნოტი ,,სოლ“ ს წერას.
აუდიო მოსმენა
მთელ კლასთან
აუდიო დისკი, რვეული’ დაფა და ცარცი
7 წთ
8
აქტივობა 8
შეფასება
მასწავლებელი აზუსტებს რა შეისწავლეს მოსწავლეებმა. გაკვეთილის ბოლოს მიეცემათ საშინაო დავალება ,,მხიარული ნოტი სოლ’’.
რეფლექსია
მთელ კლასთან

5 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:              .
·         მოსწავლე შეძლებს მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობას და მათ გამოყენებას რიტმულ  ინტონაციურ სავარჯიშოებში.
·         მოსწავლე შეძლებს მარტო სიმღერას და სხვებთან ერთად.
·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფებში მუშაობას.
·         მოსწავლე შეძლებს ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენებას.
·         მოსწავლე შეძლებს მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირებას.


შეფასება: იხილეთ თანდართული ფურცლები;

ხელმოწერა: ი. კოსტავა

თარიღი:

Комментариев нет:

Отправить комментарий