სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები.

Похожее изображение


პროექტის იდეა: მოსწავლეები გაეცნონ მუსიკალურ საკრავებს და მათი შექმნის ისტორიას.

პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს, შეძლებენ სახეების მიხედვით მათი დაჯგუფებას და შედარებას თანამედროვე მუსიკალურ საკრავებთან.

Картинки по запросу ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ სურათები და მოკლე ცნობები რამდენივე მუსიკალური საკრავის შესახებ და გააკეთონ პლაკატები.

მონაწილეთა ასაკი: 8-9 წლის.

ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე.

მოსალოდნელი შედეგები: ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათი დიზაინით დაამზადონ მუსიკალური საკრავები ან შეასრულონ ნახატები.

პროექტისთვის საჭირო რესურსები: მასწავლებლის მიერ მითითებული ლიტერატურა, ინტერნეტი და აუდიო ან ვიდეო მასალა.

პროექტის მსვლელობა: 
საპროექტო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად კლასი უნდა გავყოთ 3 ჯგუფად და დავნიშნოთ ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც  თავიანთ ჯგუფებში გაანაწილებენ დავალებებს. 

პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული ჩასაბერი ინსტრუმენტების შექმნის ისტორიებს;

Картинки по запросу ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები

მეორე ჯგუფი-დასარტყამი ინსტრუმენტების შესახებ;

Картинки по запросу ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები

მესამე ჯგუფი-სიმებიან, სიმებიან-ხემიანი ინსტრუმენტების შესახებ. 

Картинки по запросу ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები

თითოეული ჯგუფი გააკეთებს დასკვნებს. სამივე ჯგუფი შეაჯერებს ნამუშევრებს და გააკეთებს პრეზენტაციას.

Картинки по запросу ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები

საგნებთან კავშირი: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია და ეს თემა დაუკავშირონ ხელოვნებას. ჩართონ და მოუსმონონ აუდიო ფირზე სხვადასხვა საკრავებით შესრულებულ მელოდიებს.

პროექტის ხელმძღვანელი: ირინე კოსტავა;

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kostavairina@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий